მცხეთაში ახალი ნავსადგური გაიხსნა, საიდანაც ფესტივალ „არტ-გენის" რეგიონული ტური გაიმართა. ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის გამოფენა, ასევე გაიმართა მცხეთა - მთიანეთის რეგიონის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
ახალ ნავსადგურზე სანაოსნო ტურები განხორციელდება. ტურისტებს მცხეთის და საქართველოს ისტორიას 15 ენაზე გააცნობენ. ნავსადგური მტკვრისა და არაგვის შეერთების კუთხეშია განთავსებული. სანაოსნო ტური 30 წუთი გრძელდება.