შსს-ს განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე შენობის ფასადის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის შენობის ფასადის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა გოგონას ალადაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.