logo_geo
eng_logo
აღმაშენებლის გამზირზე შენობის ფასადის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

12 ივლისი. 2017. 22:21



შსს-ს განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე შენობის ფასადის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.


​თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის შენობის ფასადის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა გოგონას ალადაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner