ისრაელში მიმდინარე საიუბილეო მაკაბიადაზე კარატისტმა და საქართველოს დელეგაციის მედროშემ, შოთა გორელაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. წარმატებით იასპარეზა ჰენრი ვეკუამაც, რომელიც 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა.
საქართველოს კარატეს ნაკრებმა მაკაბიადის თამაშებზე გუნდურ კუმიტეში მეორე ადგილი დაიკავა.