logo_geo
eng_logo
FBI-ის დირექტორობის კანდიდატი დონალდ ტრამპის შეფასებებს არ ეთანხმება
- +

13 ივლისი. 2017. 01:23



აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორობის კანდიდატი  დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა. კრისტოფერ რეის განცხადებით, ის არ ეთანხმება პრეზიდენტის შეფასებას იმის შესახებ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება "კუდიანებზე ნადირობაა". ამის შესახებ BBC წერს.


სენატში გამართულ სხდომაზე რეიმ განაცხადა, რომ თუ მას პოსტზე დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტი კანონსაწინააღმეგო ქმედებას დაავალებს, თანამდებობას დატოვებს.


დონალდ ტრამპმა რეის კანდიდატურა ივნისში წარადგინა. მანამდე ის გენერალური პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა.


აშშ-ის პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს წინა დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გადააყენა და განაცხადა, რომ ის  ბიუროს ეფექტიანად მართვას ვერ ახერხებდა. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, ვინც FBI-ის უფროსი მოხსნა. 1993 წელს ბილ კლინტონმა ამ თანამდებობდან უილიამ სეშნსი გადააყენა.


8 ივნისს სენატში გამოსვლისას ჯეიმს კომიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალური ბიუროს მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ FBI სამუშაოს შესაბამისად ვერ ასრულებს, ტყუილია. კომიმ სენატში განაცხადა, რომ პრეზიდენტი მას „კარგი მუშაობისთვის" ხშირად აქებდა. FBI-ს ყოფილი უფროსი ფიქრობს, რომ მისი გადაყენებით ტრამპი შეცადა მისი რუსეთთან კავშირების შესახებ გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენა მოეხდინა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner