შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. საქმე ეხება ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სამარშუტო ტაქსის მძღოლის ძარცვის მცდელობს.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 178 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას ნიშნავს.
შემთხვევის დროს სამარშრუტო ტაქსში მძღოლის გარდა 4 მგზავრი იმყოფებოდა. მათ ავარიის შედეგად რაიმე დაზიანებელი არ მიუღიათ.