logo_geo
eng_logo
სვეტიცხოველში წმინდა 12 მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს
- +

13 ივლისი. 2017. 10:46


სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა 12 მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს.


სვეტიცხოვლის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი  ილია მეორე, სხვადასხვა ეპარქიების მღვდელმთავრები, ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზვნები იმყოფებიან.


სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.


წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.


13 ივლისს ასევე კეთილმორწმუნე დინარა დედოფლის (X) ხსენება აღინიშნება, რომელიც ჰერეთის დედოფალი იყო და მოსახლეობას სპარსთა მონოფიზიტური სარწმუნოებისგან იცავდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner