logo_geo
eng_logo
ნემცოვის მკვლელობისთვის ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
- +

13 ივლისი. 2017. 13:51



რუსეთის სამხედრო საოლქო სასამართლომ ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე.


პროკურატურა ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა. თუმცა მოსამართლე იური ჟიტკოვის გადაწყვეტილებით, ​ დადაევს მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით და ჯარიმა 100 ათასი რუბლის ოდენობით.


სასამართლომ ასევე ჩამოართვა დადაევს ლეიტენანტის წოდება და სიმამაცისთვის მინიჭებული ორდენი.


განაჩენი ეფუძნება მსაჯულების ვერდიქტს, რომლითაც დადაევი დამნაშავედ ცნეს.


BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულ დანარჩენ ოთხ პიროვნებას პატიმრობა სხვადასხვა ვადით შეეფარდათ: ანზორ გუბაშევს 19 წლით, ტამერლან ესკერანოვსა და შადიდ გუბაშევს 14 წლით, ხამზატ ბახაევს კი 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


მოსამართლის საბოლოო ვერდიქტი ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენის შედეგად იქნა მიღებული. ნაფიცმა მსაჯულებმა ხუთივე ეჭვმიტანილი ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავეს სცნეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner