საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზის" ფარგლებში ორ ფინანსურ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ევროპის საინვესტიციო ბანკი EIB საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციიის პროექტის ფარგლებში 250 მლნ ევროს გამოყოფს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა:
„დღეს ჩვენ ორ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. ეს არის 250 მილიონ ევროიანი ტრანში, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის დაფინანსების, ასევე „ვარდნილჰესის" ტრანშზე მოვაწერეთ ხელი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ევროპიდან ვიღებთ. საბოლოო ჯამში, ეს ნაბიჯი გადადგმულია იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის დასრულება, რომელიც არის დასასრულებელი და რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალი უნდა გააძლიეროს, ასევე ჩვენს ქვეყანას უნდა შემატოს რეგიონებს შორის დამაკავშირებელი შესაძლებლობები და უნდა გაადვილოს ქვეყნის შიგნით გადაადგილება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.