logo_geo
eng_logo
ილია მეორე: შევთხოვთ წმინდა მოციქულებს, რათა უფალმა მოგვანიჭის შენდობა ცოდვათა ჩვენთა და დიდი წყალობა
- +

13 ივლისი. 2017. 15:48


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაული წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ტაძარში შეკრებილებს სვეტიცხოვლობა, ათთორმეტი მოციქულის დღესასწაული მიულოცა.


პირველი ტაძარი, რომელიც იყო აშენებული საქართველოში, ეს იყო 12 მოციქულის სახელობის ტაძარი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. მე მახსენდება მისი უწმინდესობის, ეფრემ მეორის სიტყვები, ხელში რომ აიღო ქართული მიწა და გამოსწურო, ქართველი მოწამეების სისხლი გამოუვა მას. აი, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის ღვაწლი და თავდადება, რომლითაც დაიმსახურეს პატივისცემა და სიყვარული თორმეტმა მოციქულმა და უპირველეს ყოვლისა, ეს იყო სიყვარული. შემთხვევითი არ არის, რომ იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მოციქული ეწოდება. ჩვენ შევთხოვთ წმინდა მოციქულებს, რათა უფალმა მოგვანიჭის შენდობა ცოდვათა ჩვენთა და დიდი წყალობა", - ბრძანა უწმინდესმა.


პატრიარქის ქადაგებამდე ტაძარში შეკრებილებს საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა მიმართა და უწმინდესს წმინდა სინოდისა და მრევლის სახელით აღსაყდრების 40, დაბადებიდან 85, ასევე ავტოკეფალიის 100 წლის საიუბილეო თარიღები მიულოცა და ვრცელი მისასალმებელი ტექსით მიმართა.


ტაძარში პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი ეკლესიისთვის ერთგულად მსახურებისთვის დააჯილდოვა. ასევე პატრიარქმა სიგელებით დააჯილდოვა წმინდა მოციქულ ნინოს გზის და წმინდა სვიმონ კანანელის გზის მომლოცველები. წმინდა ნინოს გზა 45-მა მომლოცველმა მოილოცა. მათ მსვლელობა 1-ელ ივნისს, საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს, ჯავახეთიდან, სოფელ ფოკადან დაიწყეს და დღეს მცხეთაში დაასრულეს. მომლოცველთა შორის რუსი და უკრაინელი მორწმუნეებიც იყვნენ. წმინდა სიმონ კანანელის გზის მომლოცველებს კი, ბერ-მონაზვნები და მორჩილები შეადგენდნენ.


ღმერთმა მოგცეთ სიხარული, სიყვარული. ეს იმხელა ღვაწლია, რომ მთელ საქართველოს ეყოფა თქვენი ღვაწლი. დალოცვილი და გახარებული იყავით", - მიმართა მომლოცველებს პატრიარქმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner