სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის - ფსიქოტროპული ნივთიერების გადაცემის ფაქტი გამოვლინდა. ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ბრალდება წარედგინა N18-ე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმ-თერაპევტ ე.კ.,-ს. პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის - ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა, შენახვა და მოხმარების ფაქტზე კი, ბრალდება წარედგინა ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ, წარსულში არაერთხელ ნასამართლევ მსჯავრდებულ დ.ს.-ს - დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.
გამოძიებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის №18-ე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმ-თერაპევტმა ე.ხ.-მ, ამავე დაწესებულების თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულ მსჯავრებულ დ.ს.-სთვის გადასაცემად, დაწესებულების ტერიტორიაზე ფარულად შეიტანა აკრძალული საგანი - ფსიქოტროპული ნივთიერება „დიაზეპამი", რომლის ნაწილიც სხვადასხვა დროს, მორიგეობისას, ფარულად გადასცა დ.ს.-ს. დარჩენილი ნაწილი კი, თავის სამუშაო ოთახში შეინახა. დასახელებული ფსიქოტროპული ნივთიერების ნაწილი ამოღებულია მსჯავრდებულ დ.ს.-ს საკნის ჩხრეკისას, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექიმ-თერაპევტ ე.ხ.-ს სამუშაო ოთახის ჩხრეკისას.
საქმეზე გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით და ამავე კოდექსის, 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით აწარმოებს.