logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: რამდენი ხნის ჩასარეცხი უნდა გქონდეთ სული, რომ სხვისი დაჭერა ღლიცინის ხასიათზე გაყენებდეთ?!
- +

13 ივლისი. 2017. 18:59



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ორი დღეა facebook-ზე სხვადასხვა ჯურის და პოლიტორიენტაციის ტურების მხიარული კნავილია, მორიგი სამიზმე ნახეს მისაბოღმად.

 

რამდენი ხნის ჩასარეცხი უნდა გქონდეს სული, რომ სხვისი დაჭერა ასეთი საჯარო ღლიცინის ხასიათზე გაყენებდეთ. თქვენი კასტისთვის მთავარი თემა არც კორუფციაა და არც უკანონობა ან რამე პირადი ტრაგედია ან მიღწევა, ეგ ყველაფერი მხოლოდ მიზეზია თქვენი სიმყრალის გასაპრავებლად. რეალურად კი, თქვენთვის მთავარია „კრისობა", რომელიც გასაზრდოვებთ, აღარ გეტევათ უნიტაზად ქცეულ სულში და გადმოგდით თქვენი გვამების ყველა ხვრელიდან. თქვენ ხართ ყველაზე მოღლიცინე, ყველას ჩასაფრებული, სეირის მაყურებელი „შუაშისტო ბრძნები", თქვენ არ გაქვთ არათუ მორალი, თქვენ არ გაქვთ ადამიანობაც, ხართ ბრბოს ფსკერი და კაცობრიობის ნახველი. თქვენი რაოდენობის შემცირებაზე ადამიანებმა არც უნდა იზრუნონ. უნდა დარჩეთ ეგრე, ზოოპარკივით, თქვენი უბადრუკი, უპრინციპო და უაზრო არსებობის ბოლომდე, როგორც მაგალითი ამორალობის და ანტიპოდი ადამიანობისა", - წერს უძილაური. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner