ვიცე- პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს იხსენებს:
„დღეს კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირებს... მაშინდელი აქციის ყველა მონაწილეს: საბჭოთა ჯარის მიერ თბილისის ქუჩებში ნაცემს, დევნილს და მოწამლულს... ყველა დაღუპულს....
ეს ხალხი არის ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების მარადიული სიმბოლო.
9 აპრილს გამთენიისას დაღუპული ადამიანების ნათელი ხსოვნა, მათი უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლე დღემდე გზას უნათებს ჩვენს სამშობლოს დამოუკიდებლობის ძნელ და რთულად სავალ გზაზე.
ჩვენი ვალია, ჩვენი მოვალეობაა და ღირსების საქმეა მათი სახელების წინაშე, რომ ღირსეულად გავიაროთ ეს გზა, ვიყოთ იმ თავისუფლების მატარებლები და დამფასებლები რომელსაც ეს ადამიანები შეეწირნენ..."