logo_geo
eng_logo
ენძელა მაჭავარიანი: იმედია, ამისთვის პატიმრობას არ მომისჯით...
- +

13 ივლისი. 2017. 21:10


 

პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ მომზადებულ მასალას - „რომელი წიგნი წაიკითხეს პარლამენტარებმა ბოლოს" (http://1tv.ge/ge/news/view/169322.html)  შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„მეგობრებო, კითხვა იყო დასმული ასე: რას კითხულობთ ამჟამად, ახლაო. უკვე წაკითხული და დასრულებული არ გვაინტერესებსო, არც დაწყებული და მიტოვებულიო... ახლა მეც ჩემს ბავშვებთან ერთად ვარ, გოგო 10 წლისაა, ბიჭი ცხრის... სოფელში ვარ, წიგნები არ წამომიღია... ეს წიგნები, მეც ბავშვებისგან ვითხოვე... აკაკი წერეთლის კრებულში, ცხადია, სხვა მოთხრობებიც არის, მაგრამ იმდროს სწორედ „კუდაბზიკეთს" ვკითხულობდი... და ეგრეც ვუთხარი... რაც შეეხება ჩემს განათლებას, ვსწავლობდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. შეიძლება, ბევრს აღარც მე ვახსოვარ და აღარც ჩემი განათლება, მაგრამ ის მაინც ეხსომებათ, რატომ ვერ ბედავდა ბევრი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარებას. მე კარგი მახსოვრობა მაქვს, თითქმის ყველა თქვენგანი მახსოვს, და არ გეკადრებათ, ასე დაუკვირვებლად აკეთოთ ანალიზი. ბევრს მივწერე, რასაც ახლა აქ ვწერ, ჰომეროსით დაწყებული ყველაფერი თავის დროზე მაქვს წაკითხული, გამოცდებიც მაქვს ჩაბარებული, ამასთანავე ახლაც კარგად მახსოვს და თავისუფლად შემიძლია ჩაგაბაროთ თხრობით... და არ მესმის, 52 წლის ასაკში , რატომ უნდა ვიკეკლუცო, რომ ახლა რამეს დიდსა და გრანდიოზულს ვკითხულობ... გუშინ ჩემმა კურსელმა, ფილოლოგიის ფაკულტეტიდან, ზურა გალდავამ, ჩემივე კურსელის ლია გოგოხიას წიგნის ელექტრონული ვერსია გამომიგზავნა „დილა ბე ზონაში" და ვკითხულობ... იმედია, ამისთვის პატიმრობას არ მომისჯით..." - წერს მაჭავარიანი.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner