logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: ამ ყველაფერს რომ დავასრულებ, შემდეგ გადავწყვეტ წავალ თუ არა...
- +

19 თებერვალი. 2016. 22:29


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადებით ახლა პარლამენტიდან მისი წასვლა არ წასვლის საკითხი არ დგას. ამის შესახებ ინფორმაცია კი დამახინჯებულად ვრცელდება.



„ზოგიერთ თქვენი კოლეგა ნუ ამახინჯებს.  მე ვთქვი, რომ რამოდენიმე კანონპროექტი მაქვს მოსამზადებელი და ეს იყო „გმო"  ორგანიზმების აკრძალვა,  მერე გადავწყვეტ რას გავაკეთებ.

ამის შემდეგ მიმაჩნია, რომ სურსათის უვნებლობის საკითხში კიდევ რამოდენიმე კანონი გვაქვს გუნდს მისაღები. ძალიან ბევრი ქიმიური და მავნე დანამატები აქვს სურსათს, რომელიც შემოდის საქართველოში.  ამ ყველაფერს რომ დავასრულებ, შემდეგ გადავწყვეტ წავალ თუ არა. ამას ვერავინ დამაძალებს და არც მე ვიკლავ თავს დარჩენაზე.

 

თუ საჭირო იქნება მომდევნო პარლამენტშიც ვიყრი კენჭს, გააჩნია როგორი სიტუაცია იქნება."- განაცხადა თოფაძემ გადაცემაში „პოლიტიკა".  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner