logo_geo
eng_logo
ზაზა სვანაძე: ახალგაზრდა კაცის დაკავება რატო უნდა გაგიხარდეს ვერ ვხვდები...
- +

14 ივლისი. 2017. 02:04


 

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე სოციალური ქსელში მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძის დაკავებას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„ზოგიერთ უნამუსოს ეხება -  ადგილს რომ ეძებდით აბესაძის გვერდზე ჩამოსადომად, ისინი მაინც ნუ იცემთ გულზე მჯიღს - მექრთამე ციხეში უნდა იყოსო! სად იმალება ამდენი აგრესია, ამდენი ბოღმა, არ ვიცი რაა! მარკას კი არ ვიწევ ამდენი ლაჩრის ფონზე, მარა ახალგაზრდა კაცის, თანატოლის დაკავება რატო უნდა გაგიხარდეს ვერ ვხვდები, უბრალოდ არ დადის ჩემამდე - თან, როცა ადამიანს პირადად იცნობ! მესმის მკვლელი იყოს, შანტაჟისტი, საშიში საზოგადოებისთვის, კი ბატონო, მაგრამ ზუსტად ვიცი, შანსი რომ ჩაგივარდეთ 3000 $-ს კი არა 300 $-საც ისე მოკიდებთ ხელს თვალს არ დაახამხამებთ! და მხოლოდ ოთოს ამბავმა არ დამანახა ჩვენი საზოგადოების საშიში სახე ! ოღონდაც ადამიანი წაიქცეს და ბედნიერებას ფბ-ზეც ვერ მალავენ!" - წერს სვანაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner