„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმდჯომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატთან, ზაალ უდუმაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა:
„კაცო, ეს ზალიკო უდუმაშვილი 9 წელი ხომ იყო „რუსთავი 2"-ში?! ერთხელ გაგიგით მისგან ან „სითი პარკთან" დაკავშირებით, ან სარეკრეაციო ზონების შესახებ, ან „მზიურთან" დაკავშირებით რამე ეთქვას?! ახლა რომ ამბიცია გაუჩნდა, იცით რას გავს?! ჰიტლერის შემდგომ, როდესაც გარდაიცვალა გებელს ეთქვა, რომ უნდა დავგმოტ ის რაც ჰიტლერმა გააკეთა და უნდა დავიწყოთ ახალი გერმანიის მშენებლობაო", - განაცხადა მჟავანაძემ.