logo_geo
eng_logo
ალექსანდრე თამაზაშვილი: არსებობდა ეჭვი, რომ მამაჩემის დაკავების ოპერაციაში, ლელუაშვილი აქტიურად იყო ჩართული!
- +

9 აპრილი. 2016. 03:30


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე თამაზაშვილი ბრალდებებს პასუხობს.


მისი განმარტებით, არსებობდა ეჭვი, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა ლელუაშვილი თამაზ თამაზაშვილის დაკავების ოპერაციაში იყო ჩართული, ამიტომ, გამორიცხულია, რომ მის ოჯახს კავშირი ჰქონოდა დაკავებულ ლილუაშვილთან


საერთოდ არ ვიცნობ ბატონ ვაჟას. ჭორის დონეზე რას იტყვის "ნაციონალური მოძრაობა", ამაზე განცხადების გაკეთება უაზროა",- განაცხადა თამაზაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერ განხორციელდა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.


სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება.


კერძოდ, პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი.



„დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ნათელი მოეფინება და ყველა დამნაშავე, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება!"- აღნიშნავს თამაზაშვილი.  


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner