შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს დაგეგმილი „ქართული მარშის" დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული.
„პოლიცია დაიცავს მართლწესრიგს და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, დღეს „ქართველთა მარში" დღეს 20:00 საათზე გაიმართება. აქცია-მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, 24-ე სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება და მეტრო „მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.