logo_geo
eng_logo
შსს: „ქართული მარშის“ დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული
- +

14 ივლისი. 2017. 11:33


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს დაგეგმილი „ქართული მარშის" დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული.


პოლიცია დაიცავს მართლწესრიგს და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.


თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, დღეს „ქართველთა მარში" დღეს 20:00 საათზე გაიმართება. აქცია-მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, 24-ე სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება და მეტრო „მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner