logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე მის მიმართ წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება
- +

14 ივლისი. 2017. 12:53


თბილისის მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ აბესაძე მის მიმართ წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.


რაც შეეხება პროკურატურის მოთხოვნას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, ჭკადუამ განაცხადა, რომ ამის საპირისპიროდ დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შესთავაზებს.


ჩვენ, რასაკვირველია, ალტერნატივის სახით შევთავაზებთ გირაოს და გარდა ამისა, გვექნება გარკვეული დასაბუთება კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ოთარ აბესაძე არ იყო საჯარო მოხელე. არ ვეთანხმებით კვალიფიკაციას. 2017 წლისივლისიდან ოთარ აბესაძე არ იყო საჯარო მოხელე. ამ საქმეზე კი გამოძიება დაწყებულია 2017 წლის 8 ივლისს", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.


ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოში პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner