თბილისის მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ აბესაძე მის მიმართ წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.
რაც შეეხება პროკურატურის მოთხოვნას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, ჭკადუამ განაცხადა, რომ ამის საპირისპიროდ დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შესთავაზებს.
„ჩვენ, რასაკვირველია, ალტერნატივის სახით შევთავაზებთ გირაოს და გარდა ამისა, გვექნება გარკვეული დასაბუთება კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ოთარ აბესაძე არ იყო საჯარო მოხელე. არ ვეთანხმებით კვალიფიკაციას. 2017 წლის 1 ივლისიდან ოთარ აბესაძე არ იყო საჯარო მოხელე. ამ საქმეზე კი გამოძიება დაწყებულია 2017 წლის 8 ივლისს", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოში პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს.