„ვფიქრობ, რომ არ ვარ ცუდი ადამიანი", - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე თბილისის მერიის თანამშრომელმა ოთარ აბესაძემ განაცხადა.
აბესაძემ აღნიშნა ისიც, რომ აპირებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს, მიუხედავად იმისა, რომ დუმილის უფლებას იყენებს.
„დუმილის უფლება, რომელსაც ვიყენებ, არ ნიშნავს იმას, რომ არ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. მინდა მაქსიმალურად მჭიდროდ, ნებისმიერი გამოძახების შემთხვევაში, თუ ნებისმიერ პირობებში ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რათა რეალურად, ეს ფაქტი, რაც მოხდა და საზოგადოება და ჩემი ოჯახი პრინციპში შოკირებულია, მინდა ერთხელ და სამუდამოდ გავიდეს სწორი პრინციპით ფინიშში. აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარდეს და ჩემი მხრიდან, რაც გასაკეთებელი იქნება, მაქსიმალურად დავდგები გვერდით", - აღნიშნა აბესაძემ.