აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ისა და საფრანგეთის ურთიერთობები პარიზში ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შემდეგ განმტკიცდა.
„მშვენიერი საღამო გავატარეთ პრეზიდენტ მაკრონთან და ქალბატონ მაკრონთან. ეიფელის კოშკზე ავედით, რომ გვევახშმა. აშშ-სა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - დაწერა დონალდ ტრამპმა „Twitter"-ზე.
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი განიხილეს. დღეს კი დონალდ ტრამპი მონაწილეობას მიიღებს სამხედრო აღლუმში, რომელიც საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის, ბასტილიის აღების დღისადმია მიძღვნილი.