2 წლიანი დებატების შემდეგ დღეს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატა ბოლო მოსმენით განიხილავს პროსტიტუციის აკრძალვის კანონპროექტს, რომელიც მთავრობის ინიცირებით არის შეტანილი. პირველი მოსმენა კანონპროექტზე 2013 წლის დეკემბერში გაიმართა.
კანონპროექტის მიხედვით, ე.წ. კლიენტებს ეკრძალებათ სექსუალურ მომსახურებაში თანხის გადახდა. მსგავსი კანონი შვედეთში 1999 წლიდან მოქმედებს.
წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, პირები რომლებიც სექსისთვის ფულს გადაიხდიან პირველ ჯერზე 1500, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 3500 ევროთი დაჯარიმდებიან. დღეს სექსმუშაკები აპირებენ ეროვნული ასამბლეის შენობის წინ გაფიცვის მოწყობას და აპროტესტებენ კანონპროექტს, რომელიც მათ სამუშაო ადგილებს დააკარგვინებს, აცხადებს ფრანს პრესი. არსებული მონაცემებით, დღესდღეობით საფრანგეთში 30-40 ათასი სექს მუშაკია.
ამ დროისათვის პროსტიტუცია საფრანგეთში ლეგალიზებულია, თუმცა საჯარო ადგილებში კლიენტების მოზიდვა და რეკლამირება აკრძალულია. ასევე აკრძალულია ბორდელები და მცირეწლოვნებთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება.