logo_geo
eng_logo
ზვიად გუბელაძე: შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა გიორგი მამალაძესთან არსებულ ურთიერთობაზე
- +

14 ივლისი. 2017. 16:02


ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ პატრიარქის მდივან-რეფერენტის დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ პატრიარქთან ის თავად მივიდა და აცნობა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ ჰქონდა ისეთი თანამდებობა, რომელიც აძლევდა უფლებამოსილებას სხვადასხვა პირებთან საპატრიარქოს სახელით ქონებრივ საკითხებზე ურთიერთობა ჰქონოდა, რის შემდეგაც გიორგი მამალაძის დაქვეითება მოხდა.


გუბელაძის განცხადებით, სწორედ ეს ფაქტი იყო კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა და მიიჩნევდა, რომ ის მისი კარიერული წინსვლის დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი პირი იყო.


შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა გიორგი მამალაძესთან არსებულ ურთიერთობაზე, მათ შორის დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელიც წარმოიშვა გიორგი მამალაძის მიერ სხვადასხვა ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნების შემდეგ. შორენა თეთრუაშვილმა თავის დროზე მას ჰკითხა, „თქვენ ხომ არ ავრცელებთ ამ სტატიებს, რადგან ქონების მართვის სამსახურია ნახსენებიო", რასაც გიორგი მამალაძის გაღიზიანება და არასათანადო საუბარი მოჰყვა. ასევე შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ მას შემდეგ რაც გიორგი მამალაძემ შეიძინა განუსაზღვრელი უფლებამოსილება, კერძოდ, მიეცა უფლება, რომ საპატრიარქოს სახელით ქონებრივ საკითხებზე მიემართა სხვადასხვა პირისთვის, ხოლო კანონით ასეთი უფლებამოსილების მქონე პირი არის ქორეპისკოპოსი და პატრიაქის მდივანი. ერთ-ერთი პირი ვინც მივიდა პატრიარქთან და განუცხადა, რომ გიორგი მამალაძეს ამ უფლებამოსილების შესაფერისი თანანმდებობა არ ეკავა, იყო შორენა თეთრუაშვილი და ამის შემდეგ მოხდა გიორგი მამალაძის დაქვეითება. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც გიორგი მამალაძეს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა შორენა თეთრუაშვილისადმი და მიიჩნევდა, რომ ის იყო მისი დამაბრკოლებელი კარიერულ წინსვლაში", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner