logo_geo
eng_logo
ბათუმის ნაპირდაცვის სამუშაოები და ახალი სანაპირო ზოლის მოწყობა მიმდინარეობს
- +

14 ივლისი. 2017. 16:06



საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ,  ბათუმის ნაპირდაცვის სარეაბილიტაციო  სამუშაოები დაათვალიერეს. 


აზიის განვითარების ბანკმა ახალი სანაპირო ზოლის მოწყობისა და ბათუმის ნაპირდაცვის რეაბილიტაციისთვის 30  მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო.  პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ასევე, კეთდება არსებული ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დასაკავშირებელი 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი. სამუშაოები 2018 წლის აგვისტოში დასრულდება.


ბათუმის სანაპირო განიცდის ძლიერ ეროზიას და აზიანებს, როგორც პლაჟს, ასევე  სანაპირო ბულვარს. პროექტის დასრულების შედეგად, მოგვარდება  წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, რაც ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე.


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner