logo_geo
eng_logo
ზვიად გუბელაძე: შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, გიორგი მამალაძისთვის არც გველის შხამი და არც ციანიდი არასდროს უთხოვია
- +

14 ივლისი. 2017. 16:29



ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის არც გველის შხამი და არც ციანიდი არასდროს უთხოვია.


დაზარალებულის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება. კერძოდ, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, პირველ რიგში, დადასტურდა, რომ მას არასდროს გველის შხამი არ უთხოვია გიორგი მამალაძისთვის და ამისთვის 500 დოლარი არ მიუცია. შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძისთვის არასდროს უთხოვია ციანიდი არც ოქრომჭედლისთვის და არც სხვა მიზნით. ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძე უკვეთავდა სხვადასხვა ცილისმწამებლურ სტატიებს, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციას",- განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner