„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" დამფუძნებლის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით ფარული კადრების გავრცელება ყველაზე დესტრუქციულ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას" აწყობდა.
„ეს პროცესი ხელისუფლების, კონკრეტულად კი, ახალი პრემიერის მიმართ ნდობის დაკარგვას ემსახურებოდა. პროკურატურის მიერ დადებული შედეგი არა კამპანია "ეს შენ გეხებას", არამედ 1 ოქტომბერს, არჩევნებზე მისული საზოგადოების დაკვეთაა, რომელმაც დანაშაულის შემოქმედ სისტემას უარი უთხრა. დღეს დაკავებული პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი - ირაკლი ყიფშიძე ჩემს აყვანაში პირადად მონაწილეობდა. იმედი მაქვს, გამოძიება ლელუაშვილსა და ყიფშიძეზე არ გაჩერდება და გაგრძელდება. ჩვენ სხვა სტანდარტებს ვითხოვთ. არ მინდა, ციხეში ჩაჯდეს ადამიანი, რომელსაც პროკურატურა სასამართლოში ბრალს ვერ დაუმტკიცებს. ეს, პირადად ჩემთვის, საკუთარი უფლების აღდგენაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია",-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა 2030-ში.