logo_geo
eng_logo
მესტიაში ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
- +

14 ივლისი. 2017. 17:32



მესტიაში ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ მესტიაში მოაწყო ნარჩენების გადამტვირთი თანამედროვე სადგური, რომელიც  გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულ ტრანსპორტირებას ზუგდიდის კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე.


აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.


ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის დასრულებული სამუშაოები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელ კაპიტონ ჟორჟოლიანთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


მესტიის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 314 700 ლარი შეადგინა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner