logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები აუცილებლად შედგება
- +

14 ივლისი. 2017. 21:30


პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მზადყოფნას დილოგისთვი  ტელეკომპანია „იმედს" ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" მზადაა ოპოზიციასთან  ღია კონსულტაციებისთვის.


„ჩვენ ვართ ღია კონსულტაციებისთვის და ეს კონსულტაციები აუცილებლად შედგება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ დავსხდებით მათთან ერთად, გავივლით თითოეულ საკითხს, რომელსაც ისინი აყენებენ და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ.

 

როცა ჩვენ კონსულტაციებზე ვსაუბრობთ, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შედგება საუბარი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო პაკეტში", - განუცხადა ირაკლი კობახიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner