logo_geo
eng_logo
საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტთან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფიტოვეტსანიტარული კონტროლის ზონა იფუნქციონირებს
- +

14 ივლისი. 2017. 22:59


აჭარაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, პირველ მოადგილესთან, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთან, გიორგი თაბუაშვილთან ერთად  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტები დაათვალიერა.


„სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის გარდა, პირველი ვიცე-პრემიერი „ადლიის" გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვია, სადაც გაეცნო ახლადშექმნილი ფიტოვეტსანიტარული კონტრლის ზონის საქმიანობას.


აღსანიშნავია, რომ მსგავსი ზონა უკვე შექმნილია „ფოთის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. დაახლოებით ერთ წელიწადში, კი მსგავსი მომსახურების მიღება „წითელი ხიდის"  საბაჟო-გამშვებ პუნქტზეც იქნება შესაძლებელი.


სამომავლოდ, საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტთან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფიტოვეტსანიტარული კონტროლის ზონა იფუნქციონირებს.


დღესვე, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში იმყოფებოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner