საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„პოლიციამ ტყუპი ძმები იპოვა... მოზარდები თავს კარგად გრძნობენ" - წერს პერტაია.
შეგახსენებთ, რომ 14 წლის ტყუპებს: ლუკა და ნიკა ცანავებს ოჯახი და პოლიცია ეძებდა. ისინი სახლიდან (ავლაბარში) გუშინწინ გავიდნენ.