მერვე მოწვევის პარლამენტარი და „ქართული ოცნების" წევრი დათო ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გუშინ, „რუსთავი 2"-მა გვამცნო -კახი კალაძე რესტორანში ხვდებოდა საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლებსო, ესააო ადმინიდტრაციული რესურსის გამოყენებაო... დღესაც აგრძელებენ... მინდა ვთქვა:
1) წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებითანავე. 2) ჯერ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. 3) შესაბამისად ვერც გამოქვეყნდებოდა. 4) თუ სამართლებრივი აქტი არ გამოსულა და არჩევნებიც არ დანიშნულა ესეიგი კანდიდატებიც ჯერ, არც დარეგისტრირებულა. 5) ჰოდა რა ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებაზე ლაპარაკობენ. საერთოდ ,რატომ ჰყვება მასმედია „რუსთავი 2"-ს?!" - წერს ლორთქიფანიძე.