ვიცე- პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით ფარულ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საინტერესო არ არის, რადგან თვალთვალსა და ფარულ მიყურადებას სათავე მისი საქართველოში პრეზიდენტობის დროს დაედო.
„ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, ოდესელი მაღალჩინოსნის აზრი საინტერესო არაა, რადგან ეს ადამიანი ქვეყანაში მიმდინარე სიბინძურეების მთავარი რეჟისორი იყო. მისი დაკითხვა იმიტომ ვერ ხერხდება, რომ ის გამოძიების კითხვებს გაურბის, შესაბამის ორგანოში არ გამოცხადდა და სკაიპით დაკითხვაზეც უარი განაცხადა. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ჩადენილ დანაშაულზე პასუხს ყველა აგებს." - აცხადებს კახა კალაძე.