„ამ ისტერიულ ქალს უნდა შევუთანხმო ეტყობა, რა მიყვარს და რას ვყიდულობ", - წერს „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილზე.
„ყველას შევახსენებ, იმ პარტიის ჩათვლით, რომლის დედა დედოფალიცაა, რომ ტვ ტაბულას დირექტორი იყო, გაატყავა კახა ბენდუქიძე და არა მარტო ის, ათი ათასი ქონდა ხელფასი და 1%იანი რეიტინგი ვერ დადო და ბოლოს დახურა ეს წარუმატებელი პროექტი. მისი ყველა ჟურნალისტი (მოქმედი) ოფიციალური პარტმუშაკია (საწყენია, ძალიან ნიჭიერებიც არიან მათ შორის), ტაბულა - მემარჯვენე ასავალ-დასავალი გახდა და თვითონ - მარშალპრესის ვარსკვლავი. და ახლა ეს ლუზერი და თვითგამოცხადებული ჟურნალისტი ასწავლის რ2ის უმაღლესი კლასის ჟურნალისტებს და პროდიუსერებს, ბალანსი როგორ დაიცვან და ნიუსი როგორ აკეთონ", - წერს გვარამია.