აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „Twitter"-ის გვერდზე წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ვიზიტი შესანიშნავი იყო.
„დავბრუნდი პარიზიდან. ეს იყო შესანიშნავი ვიზიტი ემანუელ მაკრონთან. ბევრი რამ განვიხილეთ და ბევრს მივაღწიეთ ორი დღის განმავლობაში", - წერს დონალდ ტრამპი „Twitter"-ზე.
დონალდ ტრამპი ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიწვევისთვის მადლობას უხდის.
„პრეზიდენტო ემანუელ მაკრონ, გმადლობთ, რომ მე და მელანია საფრანგეთის ამ ისტორიულ დღესასწაულზე დაგვპატიჟეთ", - აცხადებს დონალდ ტრამპი.