logo_geo
eng_logo
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს - ვლაქერნობას აღნიშნავს
- +

15 ივლისი. 2017. 13:09



დღეს ვლაქერნობაა. დღესასწაული განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ვლაქერნობის დღესასწაულს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.


ლევან შონიამ მართლმადიდებელ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაული მიულოცა.


„გილოცავთ, უდიდიდეს ქრისტიანულ დღსასწაულს - ვლაქერნობას! ეს ის დღეა, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღვთისმშობლის სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ხელთუქმნელი სამოსელი უკვე საუკუნეებია საქართველოშია. მახარებს, რომ ის ჩვენს რეგიონშია დავანებული.  დღეს, ზუგდიდში მომლოცველები მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ჩამოდიან. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს, ღვთისმშობელმა გააძლიეროს და დაიფაროს მისი წილხვედრი ქვეყანა!"  - განაცხადა გუბერნატორმა.


ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა.


მართლმადიდებლური ეკლესია 15 ივლისს, ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს - ვლაქერნობას აღნიშნავს. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ და აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება. მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ ამ უდიდეს სიწმინდეს.

 

 

 

 

 




 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner