logo_geo
eng_logo
მაკა რაზმაძე: 9 აპრილი ჩემი თაობის პირველი ნამდვილი ტრაგედია და პირველი ნამდვილი გამარჯვებაა!
- +

9 აპრილი. 2016. 03:58


ჟურნალისტი მაკა რაზმაძე 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს იხსენებს და ამის შესახებ სპციალურ ქსელში წერს:


„იმ დღევანდელი და მერე იმღამინდელი ყველა წუთი და წამი მახსოვს...ყველა მახსოვს ვინც იყო და ვინც არ იყო... მახსოვს,როგორ მივხვდი რომ გადავრჩი და როგორ გავიგე სხვების დაღუპვის ამბავი... დავდიოდი პანაშვიდებზე, დაკრძალვებზე... გავაცილე ყველა ვისი მისამართიც გავიგე და მას შემდეგ 27 წელია 8დან 9 აპრილს ღამე რუსთაველზე გავდივარ და ვდგავარ.

 

მათ სახელზე ვდგავარ და კიდევ იმათ სახელზეც,ვინც მოგვიანებით წავიდნენ ასევე ტრაგიკულად და გმირულად... იმავე მიზნისთვის- საკუთარი სამშობლოს სასახელოდ...

 

9 აპრილი ჩემი თაობის პირველი ნამდვილი ტრაგედია და ამავე დროს პირველი ნამდვილი გამარჯვებაა..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner