ბოლო კვლევების თანახმად, სამუშაო კვირა, რომელიც 55 საათზე მეტხანს გრძელდება, ავითარებს წინაგულების ფიბრილაციას - გულის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ არითმიას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი. ვრცლად კვლევას ჟურნალი European Heart Journal-ი აქვეყნებს.
მეცნიერებმა გააანალიზეს დაახლოებით 85 ათასი მუშაკი (მათი საშუალო ასაკი 43,4 წელს აღწევდა). ექსპერიმენტის დასაწყისში, არც ერთ მათგანს არ ჰქონდა არითმიის პრობლემა.
მათი სამედიცინო ბარათის, სქესის, ეკონომიკური მდგომარეობს და სხვა სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით, აღმოჩნდა, რომ ისინი, რომლებიც კვირაში 55 საათზე მეტს მუშაობდა (გამომცდელების თითქმის 5%), არითმიის წარმოქმნის რისკი თითქმის ორჯერ მაღალი ჰქონდათ, ვიდრე იმათი, ვინც კვირაში 35-40 საათს მუშაობდა (გამომცდელების 63%).
ათი შემთხვევიდან ცხრაში, არითმია განუვითარდა იმათ, ვისაც ექსპერიმენტის დასაწყისში არავითარი პრობლემა არ ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთან დაკავშირებით.
მეცნიერები ამბობენ, რომ სამსახურისგან გამოწვეული სტრესი, პირდაპირ კავშირშია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, რაც ინსულტის რისკებს ზრდის.
კვლევაში მონაწილებოას ბრიტანელები, დანიელები, შვედები და ფინელები ღებულობდნენ. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათზე ის გარემოებები მოქმედებს, რომელიც სახელმწიფო სისტემა უწესებს და შესაძლოა სხვა ქვეყნებში შედეგი განსხვავებული იყოს.