რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების" ფრენები შეზღუდა. ამის მიზეზად რუსეთის ტრანსპორტის უწყება იმას ასახელებს, რომ თბილისმა რუსული ავიაკომპანიის „ურალის ავიახაზების" ფრენებზე შეზღუდვები მათთან არ შეათანხმა.
„ეს საპასუხო ნაბიჯია, რადგან ქართულმა მხარემ „ურალის ავიახაზებს" მაისიდან თბილისის მიმართულებით ასეთივე რეისების შესრულებაზე უარი უთხრა. ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და „ურალის ავიახაზებს" ამ ფრენების განხორციელების უფლება უნდა მისცეს,"- განაცხადეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.
საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2014 წლის 15 სექტემბრიდან განახლდა.