logo_geo
eng_logo
ტარიელ ხეჩიკაშვილი: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან საქართველომ 33 მლნ. ლარის მოგება მიიღო
- +

15 ივლისი. 2017. 15:07



დღეს საქართველოში მიმდინარე 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდება. გამარჯვებულს ინგლისისა და პორტუგალიის ფინალური დაპირისპირება გაარკვევს.


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკავშილის განცხადებით,  19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან საქართველომ 33 მლნ. ლარის მოგება მიიღო.


წმინდა სპორტული კუთხით, უეფა- ჩვენი ორგანიზაცია და მასპინძლობა წარმატებულად შეაფასა. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი გახლდათ - 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაზე ქვეყანამ 10 მილიონ ლარამდე დახარჯა, ხოლო მოგებამ 33 მილიონი ლარი შეადგინა. მე არ ვგულისხმობ იმ თანხებს, რომელიც სტუმარი გუნდების წევრებმა ყოველდღიურად დახარჯეს. ეს რომ გავითვალისწინოთ, თანხა 40 მილიონამდე გაიზრდება. ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარება ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რადგან ეკონომიკისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება" - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner