მადრიდის „რეალის" ლეგენდა რაული თავის ყოფილ კლუბში მუშაობას იწყებს. ექს-ფორვარდი ესპანეთის ჩემპიონს 21 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეუერთდება, სადაც „რეალი" შეკრებაზე იმყოფება.
უახლოეს ხანში, რაული ადაპტაციას გაივლის გუნდში და გადაწყვეტს - რა თანამდებობის დაკავება სურს კლუბის ადმინისტრაციაში.
რაულმა უკვე დაიწყო მწვრთნელთა სკოლაში სწავლა, თუმცა, 40 წლის ესპანელი მთავარ მწვრთნელად მუშაობის შესაძლებლობას მხოლოდ 2019 წელს მიიღებს.