logo_geo
eng_logo
„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ ხვალიდან უპრეცედენტო აქციებს აგრძელებს
- +

15 ივლისი. 2017. 16:18



„საჩხერის სამედიცინო ცენტრი" ხვალიდან უპრეცედენტო აქციებს აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც 15-მდე სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ. ამის შესახებ „პირველს" მეანგილეკოლოგმა, მობილური ჯგუფის ხელმძღვანელმა მირანდა ჯანხოთელმა განუცხადა.


ჯანხოთელმა აღნიშნა, რომ საზღვრისპირა სოფლებში სამედიცინო კვლევების ჩატარება უმიშვნელოვანესია და ღრმა კვლევებია საჭირო, ამიტომ სპეციალური პაკეტით გადაწყვიტეს მათთან ჩასვლა.


მე მინდა ზუსტად ჩამოგითვალოდ კონკრეტულად რა შედის ამ პაკეტში. კარდიოლოგის კონსულტაცი სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა;ნევროლოგის კონსულტაცია, გინეკოლოგიური გასინჯვა, ექოსკოპოია. სამედიცინო ცენტრის მიერ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს, შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია miiRos უპრეცედენტო აქციაში მონაწილეობა. ასევე, აქციის ფარგლებში შესაძლებელია, მოთხოვნის შესაბამისად ექიმთა მობილურ ჯგუფს ნებისმიერი სპეციალისტი დაემატოს. ", - განაცხადა ჯანხოთელმა.


მობილური ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შშმ პირებისთვის სპეციალური სისტემაა შემუშავებული, ვინაიდან მათი გაადაადგილების დროს რიგი პრობლემები იჩენს თავს, სპეციალურად შექმნილი მობილური ჯგუფი „ჩვენ მოვალთ თქვენთან" სურვილის შემთხვევაში სახლში ეწვევიან.


„საჩხერის სამედიცინო ცენტრი" პირველადი სამედიცინო კვლევის ფარგლებში უკვე იყო კორვოულში, ჯავაურთაში, გორისაში, მერჯევასა და ჭორვილაში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner