logo_geo
eng_logo
სომეხი მწერალი თურქეთის ციხიდან გაიქცა
- +

15 ივლისი. 2017. 17:57



სომხური წარმოშობის მწერალი, თურქეთის მოქალაქე სევან ნიშანიანი ციხიდან გაიქცა. სავარაუდოდ, მან თურქეთის ტერიტორია უკვე დატოვა.


მწერალს ნება დართეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება დროებით დაეტოვებინა. ის კოლონიაში 14 ივლისის 09:45 საათზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა გამოსასწორებელ დაწესებულებაში არ გამოცხადდა.


მოგვიანებით ნიშანიანმა თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ „ჩიტი გაფრინდა. ამას ვუსურვებ დარჩენილ 80 მილიონ ადამიანს".


ნიშანიანის წინააღმდეგ 9 ბრალდება იყო წარდგენილი. იზმირში უკანონო მშენებლობისთვის მას 11,5 წელი ჰქონდა მისჯილი. ის 2014 წელს დააკავეს.


მწერალი სტამბოლში 1956 წელს დაიბადა. მისი პირველი წიგნი 1998 წელს გამოიცა. აღსანიშნავია, რომ ის თურქეთში სომხების გენოციდზე ღიად საუბრობდა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner