სუს-ის ინფორმაციით, გატაცებული მწყემსების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.
უწყების განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს ამ ადამიანების გასათავისუფლებლად. ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.
ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტში მორიგი გატაცება მოხდა. სოფელ წითელუბნის ორი მკვიდრი, ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯილოვი, ოკუპანტებმა სოფლის მიმდებარე საძოვარზე პირუტყვის მომწყემსვის დროს დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.