გავრცელებული ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამბოხებულებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმის დროს ამერიკელი ჟურნალისტი და 11 ადგილობრივი მცველი გაიტაცეს.
თავდასხმა ქალაქ მამბასადან 40 კილომეტრში, ბუნებრივ ნაკრძალთან ახლოს მოხდა. თავდასხმა დაჯგუფება „ მაი-მაი სიმბამ" განახორციელა. ორმა ბრიტანელმა და ნაკრძალის 5-მა მცველმა გაქცევა მოახერხეს.