ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა ანკარა გააფრთხილა, რომ თურქეთის ხელისუფლების მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების С-400 შესყიდვა NATO-ს სტანდარტებს ეწინააღმდეგება.მისივე თქმით, თურქეთს სრული უფლება ჰქონდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად.
ჯეიმს მეტისის განცხადებით, აშშ მზადაა „პაუზის ასაღებად" იმისათვის, რომ გაირკვეს, კონკრეტულად როგორ აპირებს ანკარა რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამოყენებას.
მედია გასულ კვირაში წერდა, რომ თურქეთმა რუსეთთან სარაკეტო სისტემების შესყიდვაზე მოლაპარაკებები განაახლა. მოგვიანებით თურქეთის ელჩმა რუსეთში დაადასტურა ეს ინფორმაცია. გარიგების საერთო ღირებულება 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.