logo_geo
eng_logo
მოსკოვში ერთ–ერთ სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა
- +

15 ივლისი. 2017. 22:37



მოსკოვში აფეთქების საფრთხის გამო სავაჭრო ცენტრ „ავიაპარკიდან" ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი" რუსეთის დედაქალაქის საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის 4 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული.


მანამდე უწყებიდან სააგენტოს აცნობეს, რომ სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია „ტექნიკური სირთულეების" გამო გამოცხადდა.


აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია ბოლო თვეების განმავლობაში უკვე რამდენჯერმე განხორციელდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner