მოსკოვში აფეთქების საფრთხის გამო სავაჭრო ცენტრ „ავიაპარკიდან" ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი" რუსეთის დედაქალაქის საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის 4 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული.
მანამდე უწყებიდან სააგენტოს აცნობეს, რომ სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია „ტექნიკური სირთულეების" გამო გამოცხადდა.
აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია ბოლო თვეების განმავლობაში უკვე რამდენჯერმე განხორციელდა.